
წინასაარჩევნო გარემო საქართველოში, ამომრჩეველთა შესაძლო მოსყიდვის და მათზე ზეწოლის მოსალოდნელი შემთხვევები - ეს იყო საუბრის ძირითადი თემა აშშ-ს ელჩის საქართველოში, კელი დეგნანისა და სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარია შეხვედრის დროს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ამერიკელმა დიპლომატმა სასამართლო სისტემის ჩამოყალიბების პროცესში, სახალხო დამცველის საქმიანობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი;
"მნიშვნელოვანი შეხვედრა მქონდა სახალხო დამცველთან, მათი როლი მონიტორინგის კუთხით ნამდვილად მნიშვნელოვანია დემოკრატიის განვითარებისა და გაღრმავების კუთხით. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სასამართლო სისტემა ჯერ მხოლოდ ფორმირების საწყის ეტაპზეა" - ამბობს აშშ-ს ელჩი საქართველოში.