"დავთანხმდი ნიკას და ვაპირებთ, რომ ბევრი კარგი საქმე გავაკეთოთ ერთად"- ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიორგი კირთაძემ ენმ-ში ბრიფინგზე ისაუბრა, სადაც ნიკა მელიამ გენერალური მდივნის კანდიდატად დაასახელა.
კირთაძემ პარტიიაში ორ დაპირისპირებულ მხარეზე ისაუბრა და თქვა, რომ რაც ენმ-ს მხარდამჭერებსა და ლიდერებს აერთიანებს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადარჩენა და ქვეყნის ევროინტეგრაცია.
"მადლობა ნიკას, მადლობა ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს მოულოდნელი იყო. მე ძალიან კარგად მესმის, რა მნიშვნელოვანი შემოთავაზებაა ეს და ძალიან კარად მესმის ამის როლი და მნიშვნელობა ქართულ სახელმწიფოში. დავთანხმდი ნიკას და ვაპირებთ, რომ ბევრი კარგი საქმე გავაკეთოთ ერთად. ძალიან კარგად მესმის ენმ-ს მხარდამჭერთა წუხილი ამ არჩევნებთან დაკავშირებით. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ენმ დიდი პარტიაა და ბევრი განსხვავებული აზრია. მთავარი რაც ამ პარტიის ლიდერებს და მხარდამჭერებს აერთიანებს არის ორი რამ: პირველი ეს არის საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის გადარჩება და მეორე, ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია" - ამბობს კირთაძე
ცნობისთვის, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა ნიკა მელიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში, პარტიის გენერალური მდივანი გიორგი კირთაძე იქნება.