
თურქეთის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, თურქეთმა მოლაპარაკებების ახალი რაუნდი შვედეთთან და ფინეთთან სკანდინავიური მეზობლების NATO-ში გაწევრიანების საკითხებზე განუსაზღვრელი ვადით გადადო.
როგორც მედიას თურქეთის პრეზიდენტის წყარომ განაცხადა, რომ თურქეთმა შეხვედრა არ გააუქმა, მაგრამ გადადო. წყარო არ აკონკრეტებს, როდის გადაიდო შეხვედრა.
ცნობისთვის, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა თქვა, რომ შვედეთი არ უნდა ელოდოს თურქეთის მხარდაჭერას ნატოს წევრობის შესახებ, სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოს მახლობლად
ულტრამემარჯვენე ლიდერის მიერ ყურანის დაწვის შემდეგ.