"ვივა მედის" კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე "მთავარ არხთან" სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის კორონავირუსით ინფიცირების მიუხედავად, მისი რეანიმაციაში გადაყვანა არ იგეგმება.
მისივე თქმით, ინფიცირების წყაროს უცნობია, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით ეპიდემიოლოგიური სამსახურის მიერ მოკვლევა მიმდინარეობს.
"სტაბილურია მისი მდგომარეობა. სიმპტომები რაც არის კოვიდისთვის დამახასიათებელი, მსუბუქი ფორმისთვის უფრო. შეიკრიბა კონსილიუმი, არც ყოფილა საუბარი რეანიმაციაში გადაყვანაზე იმიტომ, რომ მისი პარამეტრები, ეს იქნება ჰემოდინამიკური მაჩვენებლები თუ სუნთქვის პარამეტრები არ შეესაბამება კრიტიკულ განყოფილებაში გადაყვანას. დაინფიცირებასთან დაკავშირებით მუშაობს ამაზე ჩვენი ეპიდენიოლოგიური სამსახური, გაიტესტა უმრავლესობა და პასუხი ყველასი უარყოფითია, ვინც დარჩენილია სხვებიც გაიტესტებიან", - ამბობს ზურაბ ჩხაიძე.
ცნობისთვის ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილს კოვიდი დაუდასტურდა, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ გაავრცელა.