დნიპროს მერმა ქუთაისის მერიას დახმარება სთხოვა - სამოქალაქო სექტორი აპირებს თანხა შეაგროვოს

გამოქვეყნდა:

ქუთაისში სამოქალაქო საზოგადოება უკრაინის ქალაქ დნიპროს დასახმარებლად ერთიანდება. დნიპრო ერთ-ერთია იმ ქალაქებს შორის, რომელიც რუსეთის სამხედრო თავდასხმების შედეგად მნიშვნელოვნად დაზარალდა.

დნიპროს მერმა, ბორის ფილატოვმა ქუთაისის მერიას, როგორც დაძმობილებულ ქალაქს, დახმარების თხოვნით მიმართა, თუმცა მერი დუმს.

სამოქალაქო სექტორმა შექმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელსაც უკვე ჰქონდა კომუნიკაცია უკრაინულ მხარესთან. მათი თქმით, გამოიკვეთა, რომ უკრაინულ მხარეს  ფინანსური დახმარება სჭირდება, ამიტომ შეიქმნება ანგარიში, რომ საზოგადოებამ თანხის შეგროვება შეძლოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი