COVID 19-ის საფრთხე ბაზრობებზე - ეპიდემილოგები ლილოსა და დინამოზე ამ დრომდე არ გამოჩენილან

გამოქვეყნდა:

ლილოსა და ე.წ. დინამოს ბაზრობებზე ეპიდემიოლოგებს მუშაობა ამ დრომდე არ დაუწყიათ. მოვაჭრეები ამბობენ, რომ მათ მხოლოდ საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს და სხვა პრევენციული ღონისძიებები ჯერჯერობით ადგილზე არ გატარებულა.

კორონავირუსით გარდაცვლილი მე-16-ე პაციენტის ოჯახის წევრები სწორედ ამ ბაზრობებზე მუშაობენ და კოვიდ ინფექცია მათაც დაუდასტურდათ. 

ლილოს ბაზრობაზე, ამბობენ, რომ უკვე რამდენიმე დღეა მათ ინფიცირებული თანამშრომელი არ უნახავთ და მისი მაღაზიაც დაკეტილია.

ვირუსი გავრცელების რისკი ბაზრობებზე რომ მაღალია ქვეყნის მთავარმა ეპიდემიოლოგმა დღეს თავად დაადასტურა. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ უნდა მოხდეს ინფიცირებულების კონტაქტების დადგენა და უსაფრთხოების ზომების გამკაცრება.

"ისინი მუშაობდნენ და ვაჭრობდნენ რამდენიმე ბაზრობაზე, ამიტომაც საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, კიდევ უფრო გამკაცრდეს ზომები ბაზრობებთან დაკავშირებით, კერძოდ, აუცილებელია თერმოსკრინინგი. სადაც იქნება გამოვლენა, შესაბამისი სიმპტომებიანი ადამიანები, აუცილებელია მათი ტექსტირება და ასევე მათი კონტაქტების" - ამბობს ამირან გამყრელიძე.

საქართველოში კორონავირუსით მე-16 პაციენტი გუშინ, 20 ივლისს გარდაიცვალა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი