ფხენიანში კარანტინი გამოცხადდა - ჩრდილოეთ კორეის მთავრობა დაავადებას არ ასახელებს

გამოქვეყნდა:

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ ფხენიანში 5 დღიანი კარანტინი უსახელო რესპირატორული დაავადების შემთხვევების რაოდენობის ზრდის გამო დააწესა, - ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ჩრდ კორეის მთავრობის განცხადებაში არ არის ნახსენები COVID-19, მაგრამ ნათქვამია, რომ დედაქალაქის მაცხოვრებლები უნდა დარჩნენ სახლებში და დღეში რამდენჯერმე გაიარონ ტემპერატურის სკრინინგი,თუმცა  გაურკვეველია, შემოიღეს თუ არა ახალი შეზღუდვები ქვეყნის სხვა რეგიონებში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი