თსუ-ს ყოფილი რექტორი სომხეთში ელჩად დაინიშნა

გამოქვეყნდა:

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, გიორგი შარვაშიძე სომხეთში ელჩად დაინიშნა. მთავრობის ინფორმაციით, მას პრემიერმინისტრი დღეს შეხვდა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

"აღინიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას მჭიდრო მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებს და სამომავლოდ სხვადასხვა სფეროში აქტიური თანამშრომლობის იმედი გამოითქვა", - წერია მთავრობის განცხადებაში.

გიორგი შარვაშიძე სხვადასხვა წლებში მუშაობდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, სხვადასხვა პოზიციაზე, მათ შორის, მინისტრის პირველ მოადგილედ.

 2016 – 2022 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი