უკრაინას ტანკები და ავიაცია სჭირდება - საქართველოში მცხოვრები უკრაინელების აქცია გერმანიის საელჩოსთან

გამოქვეყნდა:

საქართველოში მცხოვრები უკრაინელები და აქტივისტები ამ წუთებში გერმანიის საელჩოსთან აქციას მართავენ. 

ისინი გერმანიის მთავრობას მოუწოდებენ, რომ უკრაინას გერმანული წარმოების ლეოპარდის ტიპის ტანკები გაუგზავნოს.

აქციის მონაწილეების თქმით, პარტნიორებმა გადაწყვეტილების მიღების პროცესი უნდა დააჩქარონ, რადგან უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დამატებით ტანკები და ავიაცია სჭირდებათ, რაც ომის დასრულების პროცეს და უკრაინის გამარჯვებას კიდევ უფრო დააჩქარებს.

შეგახსენებთ, გერმანული მედიის ინფორმაციით, გერმანიამ უკრაინაში Leopard-ების გაგზავნის გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი