ბათუმში საკრებულოს სხდომა იმართება - ენმ ბოიკოტის გამო მონაწილეობას ისევ არ იღებს

გამოქვეყნდა:

ბათუმში, დღევანდელ საკრებულოს სხდომას ბოიკოტის გამო ისევ არ ესწრება "ნაციონალური მოძრაობა". სხდომის დაწყებამდე დეპუტატებმა ბრიფინგი გამართეს და უმრაველობის წევრებს რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით კითხვები დაუსვეს - მათ შორისაა კორუფციული გარიგეგები, ავარიული სახლების პროგრამა. 

ენმ-მ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ დეპუტატ ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების საქმე ისევ გამოუძიებელია.

ცნობისთვის, ენმ-მ ბათუმში ბოიკოტი მესამე პრეზიდენტის საკითხის გამო გამოაცხადა. ისინი ამბობენ, რომ ხელისუფლებამ კონკრეტული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება მისცეს.

ავტორი: თეა ვაშალომიძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი