ვალდებულება მაქვს, რომ ხაბეიშვილი აღვიქვა სერიოზულად და მხოლოდ ამიტომ ვცდილობ, აღვიქვა ის სერიოზულად - წულუკიანი

გამოქვეყნდა:

„მე ვალდებულება მაქვს, რომ ხაბეიშვილი აღვიქვა სერიოზულად და მხოლოდ ამიტომ ვცდილობ, აღვიქვა ის სერიოზულად. ჩემი აზრით, მისი პარტიის სათავეში მოქცევა და რაიმე ტიპის პროცესების ხელმძღვანელობა არის, პირველ რიგში, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ უკიდურესად საზიანო, ვინაიდან არამცთუ უკვე ჩამოშლილი და განადგურების პირას მყოფი პარტიისთვის, როგორიც „ნაციონალური მოძრაობაა“, არამედ ნებისმიერი სხვა პარტიისთვის, პირველ რიგში, სერიოზული ლიდერია საჭირო. ამიტომ მისი განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ გაიტაცებს თუ მოიტაცებს მიშა სააკაშვილს, გამოიხსნის, არის პათეტიკური და უპასუხისმგებლო, რომელსაც, რა თქმა უნდა, განხორციელება არ უწერია. ეს ალბათ უფრო გათვლილია პარტაქტივის იმ ძალიან პატარა ჯგუფზე, რომელსაც შეიძლება, რაღაც ემოცია აღეძრას, როდესაც ასეთ განცხადებას მოისმენს" [პირველი არხი]

ამბობს კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ენმ-ს თავმჯდომარეობის კანდიდატზე, ლევან ხაბეიშვილზე საუბრისას

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი