ადვოკატი ვარ, ყველაფერს უნდა შევხედო ეჭვის თვალით, ამ პირობებში ინფიცირება წარმოუდგენელია - ხაჭაპურიძე

გამოქვეყნდა:

მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე დღეს კლინიკა "ვივა მედში" მიხეილ სააკაშვილთან არ შეუშვეს. მისი თქმით, წარმოუდგენელია იმ პირობებში, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში იმყოფება, მას ვირუსი დამართნოდა.

მიხეილ სააკაშვილი ადვოკატის მისვლამდე მოინახულა დედამ, გიული ალასანიამ.

"მე იურისტი ვარ, ადვოკატი ვარ და ყველაფერს უნდა შევხედო ეჭვის თვალით და უნდა გადავამოწმო. მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი, არ ვიცი მე როგორ მოხდა, ეს კორონა, წარმოუდგენელია ამ პირობებში, როგორც მასთან შესვლის პირობები იყო, მას რამე დამართნოდა, თეორიულადაც კი. არავის ირგვლივ არ დადასტურებია. [...] მიზანი არის მარტივი რაღაც, [ეჭვი გაქვთ რომ არ აქვს კორონავირუსი?] არ ვიცი აქვს თუ არა, ერთი ვიცი რომ სააკაშვილი იმდენად მძიმე არის, რომ პალატაში მოუწყვეს ახლა რეანიმაციული განყოფილება, ოღონდ ამ პალატას ოფიციალურად არ ჰქვია რეანიმაციული განყოფილება", - თქვა ხაჭაპურიძემ. 

მისი განცხადებით, ეს ყველაფერი სასამართლოს გამო ხდება, რომ ადვოკატებმა არ თქვან, თუ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმე არ არის, რატომაა გადაყვანილი რეანიმაციულ განყოფილებაში. 

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი გუშინ დაუდასტურა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი