"ჯერ გადახტი და ჰოპლა მერე დაიძახეო" - ცისკარიშვილის პასუხი მელიას

გამოქვეყნდა:

ჯერ გადახტი და ჰოპლა მერე დაიძახეო - ასე პასუხობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი ნიკა მელიას განცხადებას, რომელმაც გამარჯვების შემთხვევაში, ცისკარიშვილის შემცვლელად გიორგი კირთაძის კანდიდატურა დაასახელა.

ცისკარიშვილი აცხადებს, რომ ახლა თანამდებობების გადანაწილების დრო არ არის, პარტიის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილის გამარჯვების შემთხვევაში კი, ადგილები ნიკა მელიას გუნდისთვისაც მოიძებნება.

"საერთოდ ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ ჯერ გადახტი და ჰოპლა მერე დაიძახეო, მაგრამ აქვე ვიტყვი, რომ ჩვენ ჩვენი გუნდი, ხაბეიშვილს გამარჯვების შემთხვევაში კრავს, აერთიანებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი კირთაძისთვის, სხვა ჩვენი თანაგუნდელებისთვის, რომლებიც დღეს ნიკა მელიას შტაბში არიან, აუცილებლად მოიძებნება შესაბამისი პოზიციები, საპასუხისმგებლო თანამდებობები და ა.შ არანაირი პრობლემა მათთან ჩვენ არ გვაქვს. 

მათი კამპანია "პირსისხლიანი 9 წლის კამპანიის" გაგრძელებაა სამწუხაროდ. ისინი აშინებენ ხალხს სამწუხაროდ, რომ ნაციონალების პარტიაში ნაცები მოდიან, წარმოგიდგენიათ რა ტიპის კამპანიას აწარმოებენ?"- ამბობს პეტრე ცისკარიშვილი .

ცნობისთვის, გუშინ  ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა ნიკა მელიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში, პარტიის გენერალური მდივანი გიორგი კირთაძე იქნება. ამჟამად აღნიშნულ თანამდებობას პეტრე ცისკარიშვილი იკავებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი