პუტინმა უკრანაში მიმდინარე "სპეცოპერაციის" მიზანს "ხალხისა და თავად რუსეთის დაცვა" უწოდა. ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი სტუდენტებს ხვდება და "ისტორიული რუსეთის" საფრთხეებზე საუბრობს:
"სპეცოპერაციის მიზანი, როგორც არაერთხელ ვთქვი, არის უპირველეს ყოვლისა ხალხის დაცვა და თავად რუსეთის დაცვა იმ საფრთხეებისგან, რომლებსაც ისინი ცდილობენ შექმნან ჩვენს მიმდებარე ისტორიულ ტერიტორიებზე. “ თქვა პუტინმა.
პუტინი იმასაც ამტკიცებს, რომ უკრაინული რაზმები ფრონტის ხაზზე "საკუთარ ხალხს ზურგში ესვრიან:"
„სამწუხაროდ, მტერი არაფერს ითვალისწინებს. საკუთარ ხალხს ზურგში ესვრიან, გესმით! შექმნეს რაზმები“, - განაცხადა მან სტუდენტებთან შეხვედრაზე.
იხილეთ ასევე: