
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დაბადების დღეს ულოცავს:
"მას შესთავაზეს ევაკუაცია და მან იარაღი ითხოვა. მსოფლიო ელოდა, რომ ენახა დაეცემოდა თუ არა უკრაინა და მან უკრაინა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოაქცია. მათ თქვეს, "გაცვალე ტერიტორიები მშვიდობისთვის" და მან შესთავაზა რუსეთის ფედერაციას დაეტოვებინა ჩვენი მიწა.
დაბადების დღეს გილოცავ ვოლოდიმირ ზელენსკი, თავისუფალი ხალხის ლიდერო! სინათლე დაამარცხებს სიბნელეს", - წერს პოდოლიაკი.
ზელენსკი დღეს 45 წლის გახდა.
იხილეთ ასევე: