არჩევნებისთვის მზადება ურთიერთბრალდებების ფონზე | ამომრჩეველთა რეგისტრაციის ვადა იწურება

გამოქვეყნდა:

ამომრჩეველთა რეგისტრაციის ვადა იწურება - არჩევნებამდე მხოლოდ 3 დღე რჩება, თუმცა ურთიერთბრალდებები გრძელდება. ნიკა მელიას გუნდი უკვე ფიქრობს, ვის რომელ თანამდებობას ჩააბარებს ხელმეორედ თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში.

პირველი საკადრო გადაადგილება გენერალურ მდივანს შეეხება. ცისკარიშვილი კირთაძით ჩანაცვლდება, თუმცა სიახლეებს არჩევნების დასრულების შემდეგ კიდევ უნდა ველოდოთ. ხაბეიშვილის გუნდი ოპონენტებს დასკვნების ნაადრევად გამოტანას არ ურჩევს.

ურთიერთბრალდებებს შედეგი მოჰყვა, სახელმწიფო აუდიტი კეზერაშვილისგან მელიასთვის ნაჩუქარი ავტომობილის თემას სწავლობს და მთავარ ოპოზიციურ პარტიაში არადეკლარირებულ ქონებას ეძებს.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი