გერმანიაში დანით შეიარაღებული კაცი მატარებლის მგზავრებს თავს დაესხა. შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა. მატარებელი რეისს კილიდან ჰამბურგში ასრულებდა.
გერმანული მედიის ინფორმაციით, პოლიციამ თავდამსხმელი ადგილზე დააკავა. მოტივი ჯერჯერობით უცნობია.