კოვიდი მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია - ჩხაიძე მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

"ვივამედის" კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, მესამე პრეზიდენტის კოვიდ-ინფექცია მიმდინარეობს მსუბუქი ფორმით. როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, რისკები არსებობს იმდენად, რამდენადაც მესამე პრეზიდენტს აქვს თანმხლები დაავადებები. 

"პაციენტი აგრძელებს მკურნალობას პალატაში. კოვიდი მიმდინარეობს მსუბუქი ფორმით. არის მსუბუქი გამოვლინება და როგორც გითხარით, რესპირატორული მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია და სხვა დანარჩენი მაჩვენებლებიც. რისკებზე ვსაუბრობ ზოგადად, რადგან კოვიდს ზოგადად ახასიათებს გართულებები და მით უმეტეს, ამ შემთხვევაში, როდესაც არის სხვა თანმხლები დაავადებები, გამორიცხული რაიმე გართულება არ არის, თუმცა ამ ეტაპზე რაიმე მიმანიშნებელი, რომ გართულებასთან გვაქვს საქმე, არ არის" ,- ამბობს ჩხაიძე. 

ჩხაიძემ თქვა, რომ პალატაში არანაირი დამატებითი აპარატურა არ შეტანილა, რადგან ამის საჭიროება არ ყოფილა, თუმცა საჭიროების შემთვევაში ყველა საჭიროს სახის აპარატურა აქვთ. 

"კადრებში სასუნთქი აპარატი რატომ უნდა ჩანდეს? რესპირატორული მაჩვენებელი არის ნორმის ფარგლებში. სატურაცია ნორმის ფარგლებშია. მას არ ესაჭიროება დამატებითი ჟანგბადის მიწოდება. რომელ აპარატზე საუბრობთ?" ,- თქვა მან. 

შეგახსენებთ, რომ კლინიკა "ვივამედის" ცნობით, 24 იანვარს მიხეილ სააკაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი