"ნაციონალური მოძრაობაში" ამომრჩეველთა რეგისტრაცია დასრულდა

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველთა რეგისტრაცია დასრულდა. პარტიის ცნობით, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 49 756 პირი დარეგისტრირდა. 

ხმის მიცემის პროცესი 28 იანვარს დაიწყება და 30 იანვარს დასრულდება. კენჭისყრა ფარული იქნება.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მომავალ თავმჯდომარეს ბლოკჩეინის სისტემის დახმარებით აირჩევენ. არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება ჰქონდათ პარტიის მხარდამჭერებს, 18 წლის ასაკიდან ზემოთ.

ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეობა 4 პირს - ნიკა მელიას, ლევან ხაბეიშვილს, ნონა მამულაშვილსა და გიორგი მუმლაძეს სურს. საარჩევნო კამპანია ურთიერთდაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი