ივანიშვილის დაკვეთილი სტატიები - ოლიგარქის მტკიცებით, უკრაინაში ომის დაწყების მერე, ზეწოლის მსხვერპლია და Credit Suisse კუთვნილ ფულს არ აძლევს

გამოქვეყნდა:

ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-სს პოლიტიკურ ზეწოლასა და დე ფაქტო სანქციების გატარებაში ადანაშაულებს -  შეკვეთილ  განცხადებას ის პიარ სააგენტოები ავრცელებენ, რომლებიც ოლიგარქი მსგავს წერილებს აქვეყნებენ ხოლმე.  

ყველა მედიასაშუალება, რომელიც აღნიშნულ განცხადებას ტირაჟირებს, ხაზს უსვამს იმას, რომ ეს არ არის ჟურნალისტური პროდუქტი, არამედ არის პიარ სააგენტოს მიერ გავრცელებული   მასალაა.

შინაარსობრივად წერილში ახალი არაფერია, ირკვევა ის რომ ოლიგარქს ხელი კვლავაც არ მიუწვდება ფულზე, რომელიც Credit Suisse-ის მიერ დაფუძნებულ ტრასტებში ინახება. 

ფორმალურად ივანიშვილმა მისი ფული გადაიტანა სხვა ბანკში, მაგრამ თანხის განმკარგავი ისევ Credit Suisse-ის ტრასტები რჩება. 

პარალელურად გრძელდება სასამართლო დავა შვეიცარულ ბანკთან ივანიშვილისთვის მიყენებული ზიანის თაობაზე.   მილიარდერი ამტკიცებს, რომ უკრაინაში ომის დაწყების დღიდან პოლიტიკური ზეწოლის მსხვერპლია და მის კუთვნილ ფულს არ აძლევენ. 

"2022 წლის თებერვალში უკრაინაში სამხედრო კონფლიქტის დაწყების შემდეგ Credit Suisse-თან გახანგრძლივებული დავა მალევე გასცდა სამართლებრივ ფარგლებს და პოლიტიკური სახე მიიღო. რამდენიმე კვირაში ბ-ნ ივანიშვილს პრობლემები შეექმნა როგორც თანხებზე წვდომასთან, ასევე ხელოვნების ნიმუშების და თვითმფრინავის მიღებასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი საკითხი მოგვარდა იურიდიული გზით დიდი ძალისხმევის გამოყენებით, მთავარი პრობლემა, როგორიცაა თანხებზე წვდომა კვლავაც ძალაში რჩება და ამას განვიხილავთ როგორც არაფორმალურ სანქციებს. ეს თანხები არ არის დაკავშირებული შვეიცარიაში, ბერმუდისა და სინგაპურში მიმდინარე სამართლებრივ დავებთან, მაგრამ ეხება იმ თანხებს, რომლებიც გადაურჩა Credit Suisse-ის არასწორ მენეჯმენტს და თაღლითობას. ამ თანხების უმეტესი ნაწილი გადაირიცხა სხვა შვეიცარიულ ბანკში, მაგრამ დაახლოებით 5% ფორმალური მოთხოვნის საფუძველზე დარჩა Credit Suisse-ში მიმდინარე დავების ეფექტურობის უზრუნველყოფისათვის." ნათქვამია წერილში.

წერილში ასევე ნათქვამია რომ 14 დეკემბერს, ევროპარლამენტში ინიცირებული რეზოლუცია, ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, კრედიტ სუისს მისცა შესაძლებლობა, ივანიშვილისთვის არ გადაერიცხათ კუთვნილი თანხა:

2022 წლის 14 დეკემბერს ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას, რომელიც რეკომენდაციას უწევდა ბ-ნი ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, მაგრამ არ იქნა მიღებული ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოების მიერ. აქედან გამომდინარე, Credit Suisse-მა განახორციელა კლიენტისთვის ბოლო გადარიცხვები და ახლა აცხადებს, რომ მოვლენების ასეთმა განვითარებამ ხელი შეუშალა Guernsey-ის ტრასტთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. ამ მოთხოვნას აძლიერებს ის ფაქტი, რომ აქტივები გადარიცხული იყო Credit Suisse-დან და ბანკი და მის დანიშნული რწმუნებულები არ უნდა ყოფილიყვნენ დაინტერესებულნი ბენეფიციარების ინსტრუქციების არ შესრულებაში. შედეგად, ბ-ნი ივანიშვილი აღიქვამს ამ ხელისშემშლელ ქმედებას, როგორც „პოლიტიკურ ზეწოლას“, ისევე, როგორც ეს იყო მარტში, როდესაც Credit Suisse-მა განაცხადა, რომ თანხების გაცემის შეფერხება გამოწვეული იყო „აღმოსავლეთ ევროპის გეოპოლიტიკური სიტუაციით.

ბ-ნი ივანიშვილი ამტკიცებს, რომ Credit Suisse-ს აქვს გამოცდილება, გამოიყენოს ევროპარლამენტის რეზოლუციების პროექტები Guernsey Trust-ისგან თანხების გაცემის შეფერხების გასამართლებლად“. ნათქვამია წერილში. 

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი