კიევში აფეთქებების ხმა ისმის - უკრაინაში საჰაერო განგაშია გამოცხადებული

გამოქვეყნდა:

უკრაინის მასშტაბით საჰაერო განგაშია გამოცხადებული. პრეზიდენტის აპარატის უფროსმა განაცხადა, რომ პირველი რუსული რაკეტები უკვე ჩამოგდებულია უკრაინის ტერიტორიაზე.

სარაკეტო საფრთხის გამო რიგ რეგიონებში ელექტროენერგია შეწყდა.

ვიტალი კიმის ინფორმაციით, ორი რაკეტა გადაფრინდა მიკოლაივის რეგიონზე ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით. კრივი რიჰის მერი ასევე იტყობინება, რომ კრივი რიჰის მიმართილებითაც ორი რაკეტაა გაშვებული.

აფეთქებების ხმა ისმის დედაქალაქშიც. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, აფეთქება დნიპროს რაიონში მოხდა და ყველა შესაბამისი სამსახური ახლა ადგილზე მიემართება. ის მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რაკეტის ნაწილის ჩამოვარდნის შედეგად, ადამიანები დაშავდნენ ჰოლოსიევსკის რაიონში. კლიჩკოს ინფორმაციით, დაღუპულია ერთი ადამიანი.

კიევის საკრებულომ კი დნიპროს რაიონში აფეთქებების შემდეგ, ცაში კვამლის კადრები გამოაქვეყნა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი