
საქართველოს ელჩები ვარშავასა და ათენში პროტესტის გამოსახატად დაიბარეს პოლონეთისა და საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებში, - ინფორმაციას ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" დეპუტატი გიორგი კანდელაკი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ავრცელებს.
კანდელაკის განმარტებით, დღესდღეობით საბერძნეთშიც და პოლონეთშიც სტაბილური ეპიდვითარებაა და ორივე ქვეყანა მხარს უჭერდა ევროკავშირის მიერ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანას.
პოლონეთის არჩევნებამდე არგახსნა განსაკუთრებით ქუთაისისთვის ცელის გამოსმაა, - წერს კანდელაკი.
"მთავარი არხი" დეტალების დასაზუსტებლად გიორგი კანდელაკს დაუკავშირდა. მან გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა, თუმცა მის წყაროს არ ასახელებს.