კონფლიქტის „ცხელი ფაზის“ დასრულების შემთხვევაშიც კი, ანგლო-საქსური სამყარო არ შეწყვეტს მარიონეტულ ომს რუსეთის წინააღმდეგ - პატრუშევი

გამოქვეყნდა:

„უკრაინაში კონფლიქტის „ცხელი ფაზის“ დასრულების შემთხვევაშიც კი, ანგლო-საქსური სამყარო არ შეწყვეტს მარიონეტულ ომს რუსეთისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ“, - აცხადებს უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი სანქტ-პეტერბურგში გამართულ შეხვედრაზე.

„უკრაინაში სპეცოპერაციის მიმდინარეობა აჩვენებს, რომ აშშ და ნატო აპირებენ გააგრძელონ ძალისხმევა ამ სამხედრო კონფლიქტის გასაგრძელებლად და გახდნენ მისი მონაწილეები“, - განაცხადა პატრუშევმა.

შეგახსენებთ, გერმანიამ უკრაინისთვის "ლეოპარდის", ხოლო აშშ-მ "აბრაამსის" ტიპის ტანკების გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი