ტანკების მიწოდება, დასავლეთის ქვეყნებს უკრაინასთან კონფლიქტის მონაწილეებად აქცევს - აცხადებს კრემლის პრესსპიკერი პესკოვი დასავლური სამყაროს გუშინდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რუსულ მედიასთან საუბრისას.
"ევროპის დედაქალაქებიდან და ვაშინგტონიდან არის მუდმივი განცხადებები, რომ უკრაინაში სხვადასხვა იარაღის სისტემების, მათ შორის ტანკების გაგზავნა არანაირად არ ნიშნავს ამ ქვეყნების ან [ჩრდილოატლანტიკური] ალიანსის ჩართვას უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში. ჩვენ ამას კატეგორიულად არ ვეთანხმებით. ყველაფერი, რასაც აკეთებს როგორც ალიანსი, ისე დედაქალაქები, მოსკოვში აღიქმება, როგორც უშუალო მონაწილეობა კონფლიქტში. ჩვენ ვხედავთ, რომ ის იზრდება“, - განაცხადა პესკოვმა.
შეგახსენებთ, გერმანიამ უკრაინისთვის "ლეოპარდის", ხოლო აშშ-მ "აბრაამსის" ტიპის ტანკების გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო.