ოკუპანტებმა გადაადგილებისთვის სპეციალური საშვები შემოიღეს და მოქალაქეების საწამებელი იზოლატორები გახსნეს - გაიდაი

გამოქვეყნდა:

ძლიერი ბრძოლები გრძელდება თუმცა ვითარებას ვაკონტროლებთ. გარკვეული მიმართულებით წარმატებას მივაღწიეთ. რუსებს დამატებით რაზმები შემოჰყავთ. შესაძლებელია კონტრშეტევას აძლიერებენ. ჩვენმა ბიჭებმა კრიმინოესა და რუბიჟნოეში რუსების პოზიციები დაბომბეს. 200-მდე რუსი ჯარისკაცი დაშავდა. ოკუპანტებმა რამდენიმე დასახლებულ პუნქტში სპეციალური საშვები შემოიღეს და მოქალაქეებს გადაადგილების უფლებას არ აძლევენ. ასევე გვაქვს ინფორმაცია რომ მოქალაქეებისთვის საწამებელი იზოლატორები გახსნეს. რეპრესიები გაძლიერდა. მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობის ფაქტებმა მნიშვნელოვნად იმატა.

- ამბობს ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი