თვით ეს მახინჯი სისტემაც კი ვერ "აპრავებს" ბიძინა ივანიშვილის ფანტაზიებს - ვატო წერეთელი სააპელაციოზე

გამოქვეყნდა:

ტელეკომპანია "პირველის" დამფუძნებელი, ვატო წერეთელი, მამის, ავთო წერეთლის მიმართ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს აფასებს და ამბობს, რომ განაჩენს შემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ, რათა საბოლოოდ საქმე სტრასბურგში წავიდეს

"ყველამ ვიცით როგორი მახინჯი სისტემაა სასამართლო, მაგრამ თვით ეს მახინჯი სისტემაც კი ვერ "აპრავებს" ბიძინა ივანიშვილის ფანტაზიებს, რომელიც იყო პირდაპირ მამუკაზე, ბადრისა და მამაზე შტურმი. თუმცა სასამართლო ბიძინას ფანტაზიებსაც კი ვერ აკმაყოფილებს იმიტომ, რომ თვითონ უჭირს ამ ადამიანების თუნდაც ციხეში გაშვება. რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ, რომ მოხდეს 4 წლისთავზე ამ ადამიანების გამართლება. ბოლომდე ვიბრძოლებთ იმიტომ, რომ მამა 4 წელი ატარეს საავადმყოფოდან სასამართლოში და სასამართლოდან საავადმყოფოში. კი, აუცილებლად მივიღებთ იმ შედეგს, თუნდაც ევროპაში, რომ დასრულდეს ეს მახინჯი სისტემა",- ამბობს ვატო წერეთელი. 

შეგახსენებთ, რომ სააპელაციო სასამართლომ  ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელის საქმეზე დღეს გადაწყვეტილება გამოაცხადა. სააპელაციომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. პროცესს ესწრებოდა ავთო წერეთელიც. 

პირველმა და დღეს უკვე  მეორე ინსტნაციამ, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელი დამნაშვეებად სცნო თაღლითობაში, 7-წლიანი პატიმრობაც შეუფარდა, თუმცა ხანდზამულობიდან გამომდინარე ისინი ციხეში ვერ გაუშვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი