ვინ არის კინზინგერი, რომ საქართველოს ასეთი კითხვები დაუსვას? - ქადაგიშვილი

გამოქვეყნდა:

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა უკვე 15 წელი იქნება მალე, რაც გაწყვეტილია. ამიტომ, საქართველოში რუსეთის ელჩს ვერ დავიბარებთ, რადგან მსგავსი არ არსებობს. ზოგადად, კინზინგერი არის ერთი მიკერძოებული პოზიციების მქონე ადამიანი და საჭიროდ არ ვთვლი, რომ მის ამ პოზიციებზე რაიმე კომენტარი უნდა გავაკეთო.

შვეიცარიის საელჩოში არის ინტერესთა სექცია, ეს არ არის დიპლომატიური მისია და იქ მომუშავე რუსი დიპლომატები არ წარმოადგენენ იმ სტატუსის მატარებლებს, რომელთა მიმართებაშიც შეიძლება გქონდეს პოლიტიკური ან დიპლომატიური დემარში პოლიტიკურ საკითხებზე. ამიტომ, საზოგადოება პროპაგანდისტული ლოზუნგებით ნუ შეგყავთ შეცდომაში. როგორ შეიძლება, ჩინოვნიკი პოლიტიკურ დონეზე აიყვანო? არ ხდება ეს და ახალი თეორია გამოიგონეთ! ამის გაკეთება ნიშნავს იმას, რომ შვეიცარიის საელჩოსთან არსებული ინტერესთა სექციას პოლიტიკური და დიპლომატიური რანგი შევძინოთ, ნუ დაასხამთ წყალს რუსეთის ინტერესებზე!

პირადად მე საჭიროდ არ ვთვლი, რომ კინზინგერის ამ პოპულისტურ განცხადებებზე კომენტარი ვაკეთო. კინზინგერმა თუ იცის, საქართველომ რუსეთთან რამდენჯერ იომა? როდის დაუსვამს ასეთი შეკითხვა, ბოლოს და ბოლოს, ვინ არის კინზინგერი, რომ საქართველოს ასეთი კითხვები დაუსვას?

თქვა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ყოფილი კონგრესმენის, ადამ კინზინგერის განცხადების პასუხად. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი