ოკუპანტების სარაკეტო იერიშს ზაპოროჟიეში 3 ადამიანი ემსხვერპლა - პროკურატურა

გამოქვეყნდა:

ზაპოროჟიეს ოლქში სარაკეტო დაბომბვის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა, 7 კი დაშავდა - ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პროკურატურა ავრცელებს. 

გენერალური პროკურატურის პრესსამსახური იტყობინება, რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ომის დანაშაულებზე.  

გამოძიების თანახმად, 2023 წლის 26 იანვარს, დილის 3:40 საათზე, რუსმა სამხედროებმა C-300-ით სარაკეტო შეტევა განახორციელეს ზაპოროჟიეს ოლქში კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტზე. განადგურდა ტექნიკური აღჭურვილობა და შენობები. აფეთქების შემდეგ საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, რომელიც ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი დროით დაახლოებით 10:00 საათზე შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო-სამძებრო-სამაშველო ოპერაციების დროს ეს ინფრასტრუქტურული ობიექტი მტერმა კვლავ დაბომბა. 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი