შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი რუსული ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და ამტკიცებს, რომ სტატია ამის შესახებ შეკვეთილია.
უწყება ამბობს, რომ საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტი სხვადასხვა ექსპერტიზისათვის იყენებს რამდენიმე სახის პროგრამულ უზრუნველყოფას, მათ შორის დაქტილოსკოპიურ საიდენტიფიკაციო სისტემას - „დაქტო-2000“-ს, ჰაბიტოსკოპიურ საიდენტიფიკაციო სისტემა - „POLYFACE“-ს და ბალისტიკურ საიდენტიფიკაციო სისტემას - „ARSENAL“- ს.
შსს-ს საექსპერტო კრიმინალური დეპარტამენტის მიერ გამოყენებული სამი სისტემიდან, 2 რუსული კომპანია PAPILON -ის შექმნილია. უწყება ამბობს, რომ პროგრამული უზრუნველყოფის სამივე სისტემას შეხება არ აქვს რაიმე სახის გარე ქსელთან, ინტეგრირებულია მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქსელში.
"პროგრამული უზრუნველყოფის სამივე სისტემას შეხება არ აქვს რაიმე სახის გარე ქსელთან, ინტეგრირებულია მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქსელში, მკაცრად არის გაწერილი მომხმარებელთა დაშვება და ექსპერტების მიერ პროგრამების გამოყენება ხდება სპეციალურად მათთვის მინიჭებული მომხმარებლის სახელითა და პაროლით. აღნიშნულ სისტემაში გარედან შეღწევა შეუძლებელია რაიმე გზით, მათ შორის მწარმოებლის მხრიდან. თითოეული პროგრამა დაინსტალირებულია სერვერზე, რომელიც არ არის დაკავშირებული გარე ქსელთან და მხოლოდ შიდა ქსელშია, რაც შესაბამისად გამორიცხავს რაიმე სახის კავშირს ხელოვნური ინტელექტის გამოყენების საჭიროებასთან.
პროგრამები სრულად თავსებადია საერთაშორისო სტანდარტებთან. ამის მაგალითია დაქტილოსკოპიური საიდენტიფიკაციო სისტემა, რომლის მეშვეობით ხდება როგორც FBI-სთან, ასევე, ინტერპოლთან ინფორმაციის მიმოცვლა და შედარება.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროგრამული უზრუნველყოფების გამოყენებით საექსპერტო-კრიმინალისტიკურმა დეპარტამენტმა შეძლო და მიიღო ლაბორატორიების აკრედიტაცია, საერთაშორისო ISO- 17025 სტანდარტის შესაბამისად, რაც ხაზს უსვამს მათ მაღალ ხარისხს, სანდოობას და საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობას", - წერია განცხადებაში.
შსს აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაციები არის სიცრუე, საზოგადოების მოტყუების მცდელობა და ქართული საგამოძიებო-საექსპერტო უწყებების მიზანმიმართული დისკრედიტაცია. იხილეთ: