ევროკავშირი უკრაინას კიდევ 1 000 გენერატორს გადასცემს

გამოქვეყნდა:

ევროკავშირი უკრაინას  ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის პროგრამის ლოჯისტიკური ცენტრის მეშვეობით,  კიდევ 1000 გენერატორს გადასცემს, - ინფორმაცია  ევროკომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ევროკომისარი კრიზისების მართვის საკითხებში იანეზ ლენარჩიჩი და პოლონეთის პრემიერმინისტრი მატეუშ მორავიეცკი პოლონეთში rescE-ს ენერგეტიკულ ჰაბს ეწვივნენ, რომელიც იმუშავებს როგორც ლოჯისტიკური ცენტრი, უკრაინაში გადაუდებელი ენერგეტიკული დახმარების მიწოდებისთვის.

გარდა ამისა განცხადებაში წერია, რომ ევროკავშირმა 114 მლნ ევრო გამოუყო პოლონეთს გენერატორების შესაძენად, რომლებიც  rescEU ენერგეტიკული რეზერვის ნაწილი გახდება.

აღნიშნული გენერატორები კი უკრაინას ამავე პროგრამის ფარგლებში გადაეცემა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი