რუსეთში საღებავის დეფიციტია და ყველა მანქანას ერთ ფერში ღებავენ

გამოქვეყნდა:

რუსეთში, საღებავის დეფიციტის გამო, რუსული ავტომწარმოებელი АвтоВАЗ იძულებულია, ყველა მანქანა ერთ ფერში შეღებოს, - ინფორმაციას რუსული გამოცემა motor.ru ავრცელებს.

დეფიციტის გამო, ფურგონ Granta-ს მხოლოდ შავი საღებავით ღებავენ, Niva Travel კი მხოლოდ მუქი მწვანე იქნება.

არსებული ინფორმაციით, მხოლოდ იანვარში, 5 ათასი Lada Granta შავად შეიღება. საღებავის დეფიციტი ჯერ კიდევ გასულ წელს შეიქმნა.

საღებავის გარდა, საავტომობილო კომპანიას პრობლემები საჭის ელექტრო გამაძლიერებელზეც შეექმნათ, ისინი მანქანებს გამაძლიერებლის გარეშე აწყობდნენ. სანქციების გამო პრობლემები შეიქმნა საბარგულის ჩამკეტებისა და კარის სახელურების მიწოდების საკითხშიც. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი