რუსეთის პროკურატურამ კრიტიკული მედიასაშუალება Meduza რუსეთში არასასურველ ორგანიზაციად გამოაცხადა. რუსული კანონმდებლობით კი, ორგანიზაციის არასასურველად აღიარების შემდეგ, ის ვალდებულია რუსეთში საქმიანობა შეწყვიტოს.
„მიღებული მასალების შესწავლის შედეგების საფუძველზე, რუსეთის ფედერაციის გენერალურმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციის, შპს (SIA) Medusa Project („პროექტი მედუზა“), რესპუბლიკა. ლატვია, როგორც არასასურველი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.
დადგინდა, რომ მისი საქმიანობა საფრთხეს უქმნის კონსტიტუციური წესრიგის საფუძვლებს და რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოებას", - აცხადებს რუსეთის გენერალური პროკურატურა.
გადაწყვეტილება იუსტიციის სამინისტროს გადაეგზავნა იმ უცხოური და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების სიაში შესატანად, რომელთა საქმიანობაც რუსეთის ტერიტორიაზე არასასურველად არის აღიარებული.