"აზოვის" პოლკი ოფიციალურად შეუერთდა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს და სრული შემადგენლობით ბახმუტში გაიგზავნა

გამოქვეყნდა:

"აზოვის" პოლკი ოფიციალურად გადავიდა უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში და გარდაიქმნა მე-3 ცალკეულ მოიერიშე ბრიგადად. ინფორმაცია  „აზოვის“ პოლკის დამფუძნებელმა და პირველმა მეთაურმა, ანდრეი ბილეცკიმ გაავრცელა.

უმაღლესი სარდლობის გადაწყვეტილებით, ახლა უკვე აზოვის ბრიგადა სრული შემადგენლობით, ბახმუტში, ქალაქის დაცვის ამოცანის შესასრულებლად გაიგზავნა.

"ოფიციალურად.

აზოვის დანაყოფი ახლა არის მესამე ცალკეული თავდასხმის ბრიგადა, როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალების ნაწილი.

ჩვენი საბრძოლო გზა იწყება ურთულესი მიმართულებით - ბახმუტზე.

გადამწყვეტი ბრძოლა ამ ომში ჯერ კიდევ წინ არის. მას ახალი მასშტაბები სჭირდება. ამიტომ სამხედრო სარდლობა ახალ პასუხისმგებლობას გვაკისრებს.

და ამიტომ - რუს ჩმობიკებს, ვაგნერელებს, სოლოვიოვებსა და  სამხედრო კორესპონდენტებს  ექნებათ მასალა ზღაპრებისა და ლეგენდების შესადგენად. ჩვენ მათ უამრავ სიურპრიზს ვუმზადებთ.

ზამთარი აუცილებლად ცხელი იქნება." წერს ბილეცკი ტელეგრამ არხზე.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი