ტაილანდში დაგეგმილი მოგზაურობის გამო, დეპუტატი მიკოლა ტიშჩენკო "ხალხის მსახურიდან" გარიცხეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის რადას დეპუტატი მიკოლა ტიშჩენკო, ფრაქცია "ხალხის მსახურიდან" გარიცხეს - ინფორმაცია პარტიის ხელმძღვანელმა ოლენა შულიაკმა გაავრცელა. მიზეზი სავარაუდოდ, მისი დაგეგმილი მოგზაურობა გახდა ტაილანდში.

გარიცხვამდე ერთი დღით ადრე, ცნობილი გახდა, რომ ტიშჩენკო ბანგკოკში უკრაინულ საზოგადოებასთან შესახვედრად მიემგზავრებოდა.

ტიშჩენკოს მოგზაურობის შესახებ განცხადება ტაილანდში, უკრაინის საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. შეხვედრა 27 იანვარს იყო დაგეგმილი.

ტიშჩენკოს გარიცხვა ერთი დღით ადრე, "ხალხის მსახურის" ლიდერმა, დავით არახამიამ დააანონსა და დაწერა:

"დარწმუნებული ვარ, არავის არ სჭირდება ახსნა, რატომ. იმედი მაქვს, ამის შემდეგ ყველა საბოლოოდ მიხვდება, რას ნიშნავს ომში მყოფი ქვეყნის დეპუტატის მუშაობა". 

შეგახსენებთ, რომ უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით, ჩინოვნიკებს ეკრძალებათ უკრაინის დატოვება კერძო მიზნებისთვის. სწორედ ესპანეთში გატარებული ათდღიანი შვებულების სკანდალის შემდეგ გაათავისუფლეს ოლექსი სიმონენკო უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილის პოსტიდან.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი