"ჩემი სიძლიერეა, რომ არავის წინააღმდეგ ჩემი თანამდებობა არ გამომიყენებია პოლიტიკური ნიშნით" | კალაძე

გამოქვეყნდა:

"ჩემი სიძლიერეა, რომ არავის წინააღმდეგ ჩემი თანამდებობა არ გამომიყენებია პოლიტიკური ნიშნით" - ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტებთან საუბრობს. 

ჩვენ არ ვყოფთ ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით და ჩემი სიძლიერე ზუსტად იმაში მდგომარეობს, რომ არავის წინააღმდეგ ჩემი თანამდებობა არ გამომიყენებია პოლიტიკური ნიშნით. თქვენ როგორ ფიქრობთ?

აი, ავიღოთ მაგალითად მამუკა ხაზარაძის პროექტი ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია. აბა, ჰკითხეთ ბატონ მამუკას, თუ ოდესმე შექმნია მას პრობლემა მუნიციპალიტეტთან მიმართებაში და იმ პროექტებთან მიმართებაში, რომელსაც ის ახორციელებს.

ჩვენ, "ქართული ოცნება", არასდროს, რაც ხელისუფლებაში ვარ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არასდროს მიკადრია და არ ვიკადრებ რომ ვიღაცას, რაღაც ჩვენი პოლიტიკური შეხედულებების გამო დავაზიანოთ, ხელი შევუშალოთ ან ხელი შევუწყოთ, - ამბობს კალაძე.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი