
"ვაგნერის" დაჯგუფების წინააღმდეგ სანქციების დაწესების პარალელურად, აშშ-ს ხაზინამ სანქციების სიაში 19 რუსი დაამატა, მათ შორის რუსეთის ვიცეპრემიერი დენის მანტუროვი, თათარსტანის ხელმძღვანელი რუსტამინნიხანოვი და მინნიხანოვის მეუღლე, გულსინა. ცნობილია, რომ სანქციები დაწესებულია რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო.
შავ სიაში ასევე მოხვდა რუსი ბიზნესმენი სერგეი ადონიევი, სატელეკომუნიკაციო კომპანია Scartel-ის დამფუძნებელი, რომელიც ფუნქციონირებს ბრენდის სახელით Yota.
სანქციები ასევე დაწესდა კალაშნიკოვის კონცერნის ხელმძღვანელს, ალან ლუშნიკოვს.
შეზღუდვები შეეხო გემთმშენებლობასა და თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულ რუსულ კომპანიებსაც : Almaz-Antey კონცერნს და მის აღმასრულებელ დირექტორ იან ნოვიკოვს, სატვირთო ავიაკომპანია Aviakon Zitotrans-ს, რომელსაც რამდენიმე თვითმფრინავი ეკუთვნის, სიაშია Rostec-თან დაკავშირებული რამდენიმე საწარმოც.
სანქცირებულთა შედის ორი იახტა, სახელწოდებით Addiction და Anatta, რომლებიც ადონიევთანაა კავშირში.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა "ვაგნერის" დაჯგუფება ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად გამოაცხადა და მისი ამერიკული აქტივები, რაც რუსეთის სამხედრო ძალების დასახმარებლად გამოიყენებოდა, გაყინა.