"50 ათასი ადამიანი მონაწილეობს არჩევნებში... ეს მეტყველებს ენმ-ის სიძლიერეზე" | კობა ნაყოფია

გამოქვეყნდა:

"50 ათასი ადამიანი მონაწილეობს არჩევნებში... ეს მეტყველებს ენმ-ის სიძლიერეზე", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი კობა ნაყოფია "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "ღამის მთავარი" საუბრობს. მისივე თქმით, "უდროოა ეს არჩევნები, ახლა არ უნდა ჩაგვეტარებინა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამ პროცესებიდანაც გამარჯვებული გამოვალთ..."

მაჩვენეთ მეორე ასეთი პოლიტიკური პარტია, მეორე პოლიტიკური ძალა ქვეყანაში, სადაც შიდაპარტიულ არჩევნებში ღებულობს მონაწილეობას 50 ათასი ადამიანი. თან პარტია, რომელიც იმყოფება ოპოზიციაში, რომელიც იმყოფება ტოტალურ დევნაში, რომლის შემქმნელი, დამფუძნებელი და მთავარი ლიდერი დღეს იმყოფება საპყრობილეში, არის პუტინის პირადი პატიმარი და აქ ივანიშვილის მძევალი ამ პირობებში, მაშინ, როდესაც ქვეყანაში მთავარი ოპოზიციური არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია იმყოფება ციხეში, მაშინ, როდესაც ათასობით საქმე არის აღძრული "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პარტიის წევრების მიმართ წლების განმავლობაში, როდესაც პარტიის დღევანდელი, მოქმედი თავმჯდომარეც ციხეში იჯდა, რისთვის, ოღონდ დღემდე ვერავინ ვერ გაიგო. როდესაც არბევენ, როდესაც საოცარი გაუგონარი ზეწოლა ხორციელდება ენმ-ის თითოეულ წევრზე. ეს ადამიანები დარეგისტრირდნენ, 50 ათასი ადამიანი იღებს მონაწილეობას. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ენმ არის ერთადერთი და ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ძალა ქვეყანაში, - ამბობს კობა ნაყოფია. 

შეგახსენებთ, რომ ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნები 28-29 იანვარს გაიმართება. 30 იანვარს კი პარტია ახალ თავმჯდომარეს დაასახელებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი