მედია: ჯო ბაიდენი, უკრაინის მხარდაჭერის ნიშნად, ევროპაში ვიზიტს გეგმავს

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ევროპაში ჩასვლას გეგმავს, - ინფორმაციას NBC ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ვიზიტი 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წლისთავთან იქნება დაკავშირებული.

განიხილება რამდენიმე ქვეყანა, რომელსაც, შესაძლოა, აშშ-ის პრეზიდენტი ეწვიოს, მათ შორისაა პოლონეთი. როგორც მედია წერს, ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ასევე განიხილავენ თებერვლის ბოლოს უკრაინის სამხედრო დახმარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პაკეტის გამოცხადებას.

მედიის ცნობით, ვიზიტის მიზანია კიდევ ერთხელ დადასტურდეს აშშ-ის სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ მაშინ, როდესაც ომი ახალ ფაზაში შედის.

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი