ირანში აზერბაიჯანის საელჩოზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა - არის მსხვერპლი 

გამოქვეყნდა:

ირანის ისლამურ რესპუბლიკაში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა - ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს

"2023 წლის 27 იანვარს, ბაქოს დროით დილის 8:30 საათზე, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. თავდამსხმელი კალაშნიკოვის ავტომატური იარაღით შეიჭრა დაცვის პოსტზე და მოკლა დაცვის სამსახურის უფროსი. თავდასხმის აღკვეთისას საელჩოს დაცვის ორი თანამშრომელიც დაშავდა. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ მოღალატურ თავდასხმაზე გამოძიება ამჟამად მიმდინარეობს. საქმის დეტალებთან დაკავშირებით საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მიეწოდება",- ნათქვამია განცხადებაში. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი