მთავრობის ცნობით, უპილოტო დრონებმა საცდელი ფრენა წარმატებით განახორციელეს

გამოქვეყნდა:

მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ქართულ-პოლონური საწარმოს მიერ განხორციელებული უპილოტო საფრენი აპარატების საცდელი ფრენა წარმატებული იყო. სატესტო ჩვენებას პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი მინისტრებთან ერთად დაესწრო. 

უწყების ცნობით, FLYEYE-ის უპილოტო საფრენი სისტემა მძიმე მეტეოროლოგიურ და რადიოელექტრონული ბრძოლის პირობებში, ყველა კლიმატურ ზონაში მაღალი სიზუსტის ამოცანების შესასრულებლად არის შექმნილი. სისტემა ფარული დაკვირვების შესაძლებლობებსა და სისტემაში მიღებული მონაცემების ანალიზს უზრუნველყოფს რეალურ დროში, დღისით და ღამით.

WARMATE-ი კი საბრძოლო ბარაჟირებადი უპილოტო საფრენი აპარატია, რომელსაც აქვს დადასტურებული ეფექტიანობა და განადგურების მაღალი სიზუსტე. ის გამოიყენება პოლონეთის არმიაში და აგრეთვე ნატოს წევრი სხვა და არაწევრი მომხმარებლების მიერ, სადაც რეგულარულ არმიასა და სპეციალურ ძალებში იყენებენ.

პრესსამსახურის ცნობითვე: "ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრებთან ერთად, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერი ცენტრის - „კრწანისის“ ახალ სასადილოში ჯარისკაცებთან ერთად ისადილა".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი