უკვე 68 კილოა, ჩვენ ვხედავთ, რომ მიხეილ სააკაშვილს შეგნებულად კლავენ - გიორგი სააკაშვილი

გამოქვეყნდა:

"სასამართლო პროცესებზე დაიკითხნენ ამერიკელი ექსპერტები, მართლა ძირფესვიანად ახსნილი იყო მიშას არსებული მდგომარეობა და მოსამართლემ ესეთ პირობებში რა თქმა უნდა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რომ მინიმუმ სასჯელის გადავადება მოხდეს. ზუსტად მაგიტომ გაკეთდა სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი განსხვავება, რომ ამით აჩვენებენ, მიშა სააკაშვილი ძალიან კარგად გრძნობს თავს. ახლა, მე კითხვას ვსვამ, ადამიანი უკვე არის 68 კილო, ჩვენ ვხედავთ დღითიდღე მისი მდგომარეობა როგორ უარესდება და რას ვიღებთ სახელმწიფოსგან, სახელმწიფო უნდა იყოს გარანტი თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისთვის, ჩვენ ვხედავთ რომ მიხეილ სააკაშვილს შეგნებულად კლავენ" 

განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი