
გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს (UNHCR) ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი არღვევს "ბავშვთა დაცვის ფუნდამენტურ პრინციპებს" ომის დროს უკრაინელ ბავშვებს რუსული პასპორტების მინიჭებით და გაშვილების გზით.
კიევში ექვსდღიანი ტურის შემდეგ UNHCR-ის ოფისებში საუბრისას, ფილიპო გრანდიმ თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა სთხოვა "მეტის გაკეთება" ოკუპირებული რეგიონებიდან ბავშვების დასახმარებლად.
"მათთვის ეროვნების მინიჭება ან მათი შვილად აყვანა ეწინააღმდეგება ომის სიტუაციებში ბავშვთა დაცვის ფუნდამენტურ პრინციპებს. ეს არის ის, რაც ხდება რუსეთში და არ უნდა მოხდეს", - თქვა გრანდიმ.
გრანდიმ თქვა, რომ მის სააგენტოს არ შეუძლია შეაფასოს იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებსაც პასპორტები მისცეს ან გააშვილეს, რადგან რუსეთში წვდომა უკიდურესად შეზღუდული იყო.
რუსეთი უკრაინელი ბავშვების გატაცების ბრალდებებს უარყოფს.