პირველივე ტურში გაიმარჯვებს ლევან ხაბეიშვილი, დიდი უპირატესობით - ლაშა ფარულავა

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლაშა ფარულავა ამბობს, რომ პირველივე ტურში ლევან ხაბეიშვილი პარტიის თავმჯდომარე გახდება. მისი თქმით, აღნიშნულის თქმის საფუძველს შტაბის ინფორმაცია აძლევს.

"შტაბის ინფორმაციაზე დაყრდნობით პირდაპირ ვაცხადებთ, რომ პირველივე ტურში გაიმარჯვებს ლევან ხაბეიშვილი, დიდი უპირატესობით. ამიტომ მნიშვნელოვანია შეწყდეს ინდიფერენტულობა კომისიის მხრიდან, დროზე შევიკრიბოთ და გადავწყვიტოთ ყველა ის საკითხი, რომელიც არის მნიშვნელოვანი, პირველ რიგში ასეთი საკითხია წესი, თუ როგორ მოხდება კენჭისყრა და რამდენად ექნება ამომრჩეველს თავისუფალ გარემოში, ყოველგვარი შეფერხების გარეშე ხმა მისცეს მისთვის სასურველ კანდიდატს", - ამბობს ლაშა ფარულავა. 

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნებზე ხმის მიცემა ხვალ, 28 იანვარს, დილის 10:00 საათზე დაიწყება და 30 იანვარს, დილის 10:00 საათზე დასრულდება. ხმის მიცემა ელექტრონულად ხდება და როგორც პარტიაში ამბობენ, რომ ხმის მიცემა ფარულია.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი