"მე ვეუბნები ყველას, მათ შორის ჩემ ოპონენტებს და ოპონენტების მხარდამჭერებს, არ ვაპირებთ ვინმეს სადმე გაგდებას, არ ვაპირებთ დაყოფას, არ ვაპირებთ ვინმეს რამეზე პასუხი მოვთხოვოთ, გამარჯვებისთანავე ვუწვდი ყველას თანამშრომლობის ხელს, ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი საქმე და ეს საქმე არის რუსი ოლიგარქის დამარცხება, პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლება, ნიკა გვარამიას თავისუფლება და ჩვენი პოლიტპატიმრების თავისუფლება".
თქვა ენმ-ს თავმჯდომარეობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა.