ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო "მინისტრთა კაბინეტმა" საჰაერო სივრცის გარკვეულ მონაკვეთებზე "საჰაერო შეზღუდვის ზონები" დააწესა. "ეხო კავკაზას" ცნობით, შესაბამის დადგენილებას ხელი ე.წ პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრ ანქვაბმა მოაწერა.
"დადგენილების" ავტორების განმარტებით, "გადაწყვეტილების მიღება "სამხედრო ან ტერორისტული სახის საფრთხეებისგან თავის დასაცავად მოხდა".
როგორც დოკუმენტში წერია, საჰაერო გადაადგილების აკრძალვა შემდეგი დაწესებულებებს საჰაერო სივრცეს შეეხება:
"ადმინისტრაციული შენობების კომპლექსებს, ნაცნობ დიპლომატიურ თუ საკონსულო დაწესებულებებს და სახელმწიფო ორგანოების საჰაერო სივრცეებს.
აფხაზეთის ტერიტორიაზე განლაგებულ სამხედრო (მათ შორის რუსულ) ინფრასტრუქტურას, თავდაცვისთვის განკუთვნილ სამხედრო ინსტალაციებსა, სახელმწიფო მარაგების შემნახველ ადგილებსა და სამობილიზაციო რეზერვებს"
როგორც "ეხო კავკაზა" წერს, ამ დაწესებულებების საჰაერო სივრცეებში ყველა ტიპის საფრენი ტექნიკისა და აპარატის, მათ შორის უპილოტო დრონების მოძრაობა აიკრძალება.
გამონაკლისი დაშვება მხოლოდ ისეთ განსაკუთრებულ სიტუაციებში, როცა საფრენი ტრანსპორტის გამოყენება აუცილებელი იქნება სამაშველო ოპერაციისთვისა და "სახელმწიფო" ინტერესებისთვის. ასევე დრონების ფრენა აიკრძალა სოხუმის აეროპორტში.