ბელგიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ყველაზე დიდი, 92 მლნ ევროს ღირებულების პაკეტი გამოუყო

გამოქვეყნდა:

ბელგიის პრემიერმინისტრის, ალექსანდრე დე კროოს ინფორმაციით ბელგიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ყველაზე დიდი, 92 მლნ ევროს მოცულობის პაკეტი გამოუყო.

მისი ინფორმაციით პაკეტში შედის საზენიტო რაკეტები, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, ტყვიამფრქვევები, ყუმბარები, საბრძოლო მასალა, სატვირთო მანქანები და ჯავშანტექნიკა.

არსებული ინფორმაციით სამხედრო დახმარების ნაწილი ბელგიის თავდაცვის სამინისტროს საწყობებიდან იქნება აღებული, ნაწილს კი კერძო კომპანიებისგან შეისყიდიან. 

ცნობისთვის,  მთლიანობაში ბელგიამ უკრაინას  146 მლნ ევროს ღირებულების სამხედრო დახმარება გაუწია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი