მე, სოფო ჯაფარიძე მზად ვარ ჩემს გუნდთან ერთად ვიბრძოლო ნიკა მელიასთან ერთად - სოფო ჯაფარიძე

გამოქვეყნდა:

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა, სოფო ჯაფარიძემ საგანგებო ბრიფინგზე მხარდაჭერა ნიკა მელიას გამოუცხადა და თქვა, რომ მზადაა იბრძოლოს მელიასთან ერთად, როგორც მიხეილ სააკაშვილის გადარჩენისთვის, ასევე პარტიის გაძლიერებისთვის.

"მე, სოფო ჯაფარიძე მზად ვარ ჩემს გუნდთან ერთად ვიბრძოლო ნიკა მელიასთან ერთად რასაკვირველია, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენისთვის, ვიბრძოლო პარტიის გაძლიერებისთვის და ვიბრძოლო ოლიგარქიული რეჟიმის დასრულებისთვის" - თქვა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ ენმ-ს თავმჯდომარეობისთვის 4 კანდიდატი- ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძე იბრძვიან. არჩევნები 28-29 იანვარსაა და გამარჯვებული კანდიდატი ორშაბათს გაირკვევა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი