მექსიკის სასაზღვრო პოლიციამ სატვირთო ავტომობილში, რომელიც აშშ-ში გადადიოდა, 57 მოზარდი აღმოაჩინა

გამოქვეყნდა:

მექსიკის სასაზღვრო პოლიციამ სატვირთო ავტომობილში, რომელიც ამერიკის საზღვრის კვეთას აპირებდა, 57 გვატემალელი მოზარდი აღმოაჩინეს.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, არასრულწლოვანებთან ერთად მანქანაში კიდევ რვა სრულწლოვანი მამაკაცი და ერთი ქალი იმყოფებოდა.

ავტომანქანა დათვალიერების მიზნით მექსიკა-ამერიკის ჩრდილოეთ საზღვრისკენ მიმავალ მაგისტრალზე, ქალაქ ხუარესში გააჩერეს. სამართალდამცველებმა სატვირთოს მძღოლი დააკავეს, ხოლო არასრულწლოვანები ბავშვთა თავშესაფარში გადაიყვანეს. 

ცნობისთვის, ანალოგიური შემთხვევა მექსიკაში იანვრის დასაწყისშიც მოხდა, როცა საემიგრაციო სააგენტოს თანამშრომლებმა სამი სალვადორელი ბავშვი პატარა კუნძულზე აღმოაჩინეს. როგორც ადგილობრივი მედია წერს, მექსიკის გავლით არასრულწლოვანები ხშირად იპარებიან ამერიკის ტერიტორიაზე, რათა იმ მშობლებთან მივიდნენ, რომლებმაც ეს გზა უკვე გაიარეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი