ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქი ჩასივ იარი დაბომბეს - არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

დონეცკის ოლქის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქი ჩასივ იარი დაბომბეს. სარაკეტო იერიშის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა  5.

"ქალაქ ჩასივ იარზე რუსული სარაკეტო  იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, დაიჭრა ხუთი. დაზიანდა სახლები და საზოგადოებრივი შენობა, ასევე დაზიანებულია მანქანები",- თქვა  კირილენკომ

 

მისივე ინფორმაციით,  ოკუპანტებმა დღეს ავდიივკაში არტილერიით ქალაქის ცენტრალური ნაწილი დაბომბეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი