უკრაინამ ომის დროს მაღალჩინოსნების საზღვარგარეთ გამგზავრება საპატიო მიზეზის გარეშე, ოფიციალურად აკრძალა

გამოქვეყნდა:

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა ოფიციალურად აკრძალა ომის დროს ოფიციალური პირების საზღვარგარეთ გამგზავრება საპატიო მიზეზების გარეშე. შესაბამისი დოკუმენტი მთავრობამ უკვე დაამტკიცა. 

პრემიერმინისტრის, დენის შმიგალის ინფორმაციით, საზღვარგარეთ გამგზავრება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მოლაპარაკებებისთვის, სამკურნალოდ და მცირეწლოვანი ბავშვების მოსავლელად.

  "ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მთავრობამ დაამტკიცა დადგენილება, რომელიც ომის დროს მაღალჩინოსნების საზღვარგარეთ გამგზავრებას საპატიო მიზეზის გარეშე კრძალავს. სახალხო დეპუტატებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, პროკურორებს, მოსამართლეებს და ბევრ სხვა თანამდებობის პირს შეუძლიათ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა მხოლოდ ოფიციალურ საფუძველზე. ასევე შესაძლებელია საზღვარგარეთ გამგზავრება მოლაპარაკებებისთვის, სამკურნალოდ, მცირეწლოვანი ბავშვების მოსავლელად. შვებულებაში თხილამურებით სასრიალოდ - არა" - წერს შმიგალი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი